012

siaxleebi

2018-05-24

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

მიმდინარე წლის 21 მაისს, ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.ხეცურიანი ( სერვიე) , მ.ასათიანი (როშე), მ. მაისურაძე (ასტრა ზენეკა) გ.ფირცხალაიშვილი, ზ. ჩარკვიანი (გედეონ რიხტერი)
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ბ-ნი გრიშა ფირცხალაიშვილი.

2018-03-12

ასოციაციის მიერ ორგანიზებული სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციაზე (2018 წლის 28 თებერვალი, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)

2018 წლის 28 თებერვალს ასოციაციის მიერ ორგანიზებული იქნა პანელური სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის, რომელიც იმართებოდა მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია). ჩართვა ასოციაციის ოფისიდან განხორციელდა პირდაპირი აუდიო-ვიდეო კავშირით სკაიპ შეერთების გამოყენებით. თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ: ილონა კოკიაშვილი (დისტრიბუტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი), ნინო ჯიბღაშვილი (რეგულაციების მთავარი სპეციალისტი), გრიგოლ ფირცხალაიშვილი (ფარმაცევტული ინდუსტრიის ექსპერტი). სესიის მოდერატორი თბილისში, ირაკლი მარგველაშვილი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. სესია ორგანიზებული იქნა ასოციაციის მიერ ადამ სმიტის ინსტიტუტის წარმომადგენლების თხოვნით, ადამ სმიტის კონფერენციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართ გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე. სესიის მიმდინარეობისას კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის სტუდიის სტუმრებს დაუსვეს სხვადასხვა შეკითხვები.
2017-11-14

ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს უნივერსიტეტთან

ა.წ. 3 ნოემბერს საქართველოს (ალასანიას) უნივერსიტეტში, გაიმართა ფარმაცევტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ჩვენმა ასოციაციამ საზეიმო ვითარებაში გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტთან.


ღონისძიებაზე  ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე  წარადგინდა პრეზენტაცია, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ფარმაცევტების როლთან დაკავშირებით.

ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2017-06-08

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - შპს "ასტელას ფარმა იუროპ ბი.ვი"

ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით შპს "ასტელას ფარმა იუროპ ბი.ვი" -ს (ნიდერლანდები) წარმომადგენლობა საქართველოში მიღებულია ასოციაციის წევრად. ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მისი საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ გვერდზე.

2017-05-19

IFPMA-ის ახალი ინტერნეტ პლატფორმა კონტრაფაქტულ მედიკამტებთან ბრძოლისთვის

ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ IFPMA, საკუთარ ვებგვერდზე განათავსა ახალი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიმართულია კონტრაფაქტულ (ფალსიფიცირებულ) მედიკამენტებთან ბრძოლისათვის.

პლატფორმა მოიცავს სხვადასხვა რესურსებს, რომელიც IFPMA-მ შექმნა წლების განმავლობაში, როგორც დამოუკიდებლად, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ლინკი პლატფორმაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

2017-05-18

საერთაშორისო ღონისძიება ქ.სან-დიეგოში (აშშ)

 ა.წ.  24-26 აპრილს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციამ, მიიღო მონაწილეობა ძალიან   მნიშვნელოვან   საერთაშორისო  ღონისძიებაში,  რომელიც  გაიმართა ქ.სან-დიეგოში (აშშ).

ასოციაციის მხრიდან, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა და გამგეობის ხელმძღვანელმა გრიგორი ფირცხალაიშვილმა.

ასოციაცია, მისი აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის   სახით, უკვე რამოდენიმე  წელია   არის   წარმოდგენილი  სან-დიეგოს  უნივერსიტეტის საქართველოს  ფილიალის  მრჩეველთა  საბჭოში. აღსანიშნავია, რომ სან-დიეგოს  უნივერსიტეტის საქართველოს  ფილიალის გახსნა და მისი ფუნქციონირება ითვლება ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობაში.

 ღონისძიებას, ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, უმაღლესი  სასწავლებლების მენეჯმენტი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი,  სხვადასხვა მსხვილი ქართული და საერთაშორისო კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯმენტი, ქ.თბილისის მერი, საქართველოს ელჩი აშშ-ში, AMCHAM-ის დირექტორი საქართველოში და სხვა მნიშვნელოვანი პირები.

 ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, ამერიკული მხარისთვის, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გაცნობა. საქართველოს დღეების ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქი სან დიეგო თბილისის ოფიციალური მეგობარი ქალაქი გახდა, ხოლო  სან-დიეგოს  უნივერსიტეტის მთავარი კამპუსის ბიბლიოთეკაში გაიხსნა საქართველოს კუთხე.

ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

2017-04-13

ასოციაციის მიერ ორგანიზებული სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციაზე (2017 წლის 1 მარტი, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)

2017 წლის 1 მარტს ასოციაციის მიერ იქნა ორგანიზებული პანელური სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის, რომელიც იმართებოდა მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია). ჩართვა თბილისის სტუდიიდან განხორციელდა პირდაპირი აუდიო-ვიდეო კავშირით სკაიპ შეერთების გამოყენებით. თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ: ილონა კოკიაშვილი (დისტრიბუტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი), თეა ჯიქია - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ფირცხალაიშვილი (ფარმაცევტული ინდუსტრიის ექსპერტი). სესიის მოდერატორი თბილისში, ირაკლი მარგველაშვილი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო მოსკოვში, თაკო  კერესელიძე  (კომპანია "ფარმაგეითი", რომელიც ასევე იყო მოსკოვოს ღონისძიების ერთერთი სპონსორი). სესია ორგნიზებული იქნა ასოციაციის მიერ ადამ სმიტის ინსტიტუტის წარმომადგენლების თხოვნით, ადამ სმიტის კონფერენციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართ გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე. სესიის მიმდინარეობისას კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის სტუდიის სტუმრებს დაუსვეს სხვადსხვა შეკითხვები. სესიის სრული ვიდეო ატვირთული იქნა ინტერნეტ რესურზე youtube და შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

2017-04-05

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

მიმდინარე წლის 4 აპრილს, ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.ხეცურიანი ( სერვიე) , მ.მაისურაძე  (ასტრა ზენეკა), მ.ასათიანი (როშე), გ.ფირცხალაიშვილი (სანდოზი), ზ. ჩარკვიანი (გედეონ რიხტერი).
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ბ-ნი გრიშა ფირცხალაიშვილი.

 

2017-01-26

ევროკავშირის ტვინინგ პროექტის დასკვნითი კონფერენცია

დღეს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში გაიმართა ევროკავშირის ტვინინგ პროექტის - „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება"  დასკვნითი კონფერენცია.

პროექტი განხორციელდა  საჯარო მართვის ფინური ინსტიტუტის - HAUS და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამომძიებო სამსახურის - FIOD-ის მიერ.

დასკვნით კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა,  ტვინინგ პროექტის  ძირითადი მიღწევები და შედეგები.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბ-ნმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი - ბ-ნი ნოდარ ხადური და მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები.

ღონისძიებას ესწრებოდა ფკწას აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნ ირაკლი მარგველაშვილი, როგოც ტვინინგ პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის წევრი.

2016-12-27

კომპანია

კომპანია "Pharmagate" ამ დღეებში აღნიშნავს 5 წლის იუბილეს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაიბეჭდა სტატია ჟურნალში «Еженедельник АПТЕКА» და ასევე გამოქვეყნდა საიტზე http://www.apteka.ua.

მოცემული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.