012

siaxleebi

2019-03-05

IFPMA-ის ახალი ეთიკის კოდექსი - ეთოსი

2019 წელს IFPMA (International Federation of Pharmaceutical Manufacturers & Assoctiations) -ის მიერ მიღებული იქნა ახალი ეთიკის კოდექსი - ეთოსი https://www.ifpma.org/subtopics/ifpma-ethos/?parentid

შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში, სრულიად იზიარებს იმ ახალ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელიც არის მოცემული IFPMA-ის ახალ ეთოსში. ჩვენი ასოციაცია იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნული ცვლილებები იქნას შეტანილი ფკწას-ს ეთიკის კოდექსში.

 

2019-02-11

თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი

4 თებერვალს, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო "რედისონში", საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს პაციენტთა კავშირსა და C/Can “City Cancer Challenge” ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის კიბოს პრევენციას, მკურნალობასა და მართვაზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით.

ძირითადი ღონისძიების შემდეგ ჩატარდა შეხვედრა ორგანიზაცია C/Can “City Cancer Challenge” -ის წარმომადგენლების, ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორსა და ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის. 

იხ. ფოტომასალა.

2019-01-23

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის გაწევრიანება ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია, ამიერიდან ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრია.

ვრცელი ინფორმაცია ევროპის ბიზნეს ასოციაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებგვერდზე.  

2018-11-20

სემინარი კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი, დაესწრო საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ გახსნილ სემინარს თემაზე - „კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი“. აღნიშნულ სემინარს ესწრებოდნენ, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ნოდარ ხადური, ჯანდაცვის ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები და ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2018-09-12

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - "ასინო ფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში

ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით "ასინო ფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში  მიღებულია ასოციაციის წევრად. ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მისი საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე.

2018-09-06

ჯანმოს სემინარი ფარმაკოზედამხედველობის საკითხებზე

22-24 აგვისტოს, ჯანდაცვის სამინისტროს ტრენინგ ცენტრში გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სემინარი, ფარმაკოზედამხედველობის საკითხებზე. სემინარში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის მხრიდან (სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები) მონაწილეობა მიიღო 16-მა ადამიანმა. იხ. ფოტოგალერეა

2018-07-18

ასოციაციის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ"

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის სახელით, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნმა ირაკლი მარგველაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი"-ს  და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ" (ბათუმი, 12-13 ივლისი). იხილეთ ფოტოგალერეა.

2018-05-24

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

მიმდინარე წლის 21 მაისს, ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.ხეცურიანი ( სერვიე) , მ.ასათიანი (როშე), მ. მაისურაძე (ასტრა ზენეკა) გ.ფირცხალაიშვილი, ზ. ჩარკვიანი (გედეონ რიხტერი)
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ბ-ნი გრიშა ფირცხალაიშვილი.

2018-03-12

ასოციაციის მიერ ორგანიზებული სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციაზე (2018 წლის 28 თებერვალი, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)

2018 წლის 28 თებერვალს ასოციაციის მიერ ორგანიზებული იქნა პანელური სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის, რომელიც იმართებოდა მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია). ჩართვა ასოციაციის ოფისიდან განხორციელდა პირდაპირი აუდიო-ვიდეო კავშირით სკაიპ შეერთების გამოყენებით. თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ: ილონა კოკიაშვილი (დისტრიბუტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი), ნინო ჯიბღაშვილი (რეგულაციების მთავარი სპეციალისტი), გრიგოლ ფირცხალაიშვილი (ფარმაცევტული ინდუსტრიის ექსპერტი). სესიის მოდერატორი თბილისში, ირაკლი მარგველაშვილი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. სესია ორგანიზებული იქნა ასოციაციის მიერ ადამ სმიტის ინსტიტუტის წარმომადგენლების თხოვნით, ადამ სმიტის კონფერენციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართ გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე. სესიის მიმდინარეობისას კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის სტუდიის სტუმრებს დაუსვეს სხვადასხვა შეკითხვები.
2017-11-14

ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს უნივერსიტეტთან

ა.წ. 3 ნოემბერს საქართველოს (ალასანიას) უნივერსიტეტში, გაიმართა ფარმაცევტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ჩვენმა ასოციაციამ საზეიმო ვითარებაში გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტთან.


ღონისძიებაზე  ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე  წარადგინდა პრეზენტაცია, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ფარმაცევტების როლთან დაკავშირებით.

ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.