012

siaxleebi

2009-09-09

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი -Schering-Plough Central EAST AG

კომპანია Schering-Plough Central EAST AG-სსაქართველოსწარმომადგენლობა მიღებულია  ასოციაციისწევრად.

2009-04-06

ასოციაციის მონაწილეობა ფორუმში "პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფარმაცევტული ბაზრები"

ფორუმი სახელწოდებით "პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფარმაცევტული ბაზრები -საერთო პრობლემები, საერთო გადაწყვეტილებები", ჩატარდა მინსკში, ბელორუსია, 2-3 აპრილს. ფორუმზე ასოციაცია წარმოადგინა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარემ, ბატონმა ზურაბ ნატროშვილმა.

2008-12-02

კომპანია IPSEN-ის დახმარება აგვისტოს მოვლენებით დაზარალებულ საქართველოს მოსახლეობას

ფრანგულმა კომპანია IPSEN-მა აგვისტოს მოვლენებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად  კომპანია GPC-ის  გადასცა 1000 შეფუთვა პრეპარატი სმექტა. აღნიშნული პრეპარატი განთავსდება ქალაქ გორში მდებარე GPC-ს აფთიაქში და იმ პიროვნებას, რომელიც წარადგენს დევნილის მოწმობას, შესაძლებლობა მიეცემა უფასოდ მიიღოს პრეპარატის ერთი შეფუთვა

2008-11-10

დახმარება დევნილებს

კომპანია Pfizer-ისაგან შემოწირულობის სახით მიღებული თანხით შეძენილი იქნა 163 ერთეული ელექტროღუმელი აგვისტოს მოვლენების დროს კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებული თბილისში და თბილისის შემოგარენში.ელექტროღუმელების გადაცემა მოხდა აფხაზეთის დევნილთა საქმეთა დეპარტამენტისათვის და მათი  დისტრიბუცია დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განხორციელდა.  

2008-09-11

კომპანია Pfizer -ის დახმარება აგვისტოს მოვლენებით დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოში

კომპანია Pfizer-ის თურქეთის წარმომადგენლობამ გადმოსცა ჩვენს ასოციაციას ფულადი შემოწირულობა 5 000 ამერიკული დოლარის რაოდენობით, რომელიც მოხმარდება საქართველოში აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს.  ასოციაცია დიდ მადლობას უხდის კომპანია Pfizer-ს. 

2008-09-04

დახმარება დევნილებს

19 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე  დროის პერიოდში ასოციაცია ყოველდღიურად უწევდა დახმარებას თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ დევნილებს გორის რაიონიდან (სულ  200 ადამინი) ლეიბებით, მედიკამენტებით, ჰიგიენის ნივთებით, საკვები პროდუქტებით. დევნილთა დახმარებისათვის ასოციაციის ბიუჯეტიდან გაღებულმა  საერთო თანხამ  შეადგინა 3 300 ლარი.

2008-08-19

დახმარება დევნილებს

ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ესტუმრნენ თბილისის 128- ე საჯარო სკოლას, სადაც განთავსდა 172 დევნილი გორის რაიონიდან. დევნილთა შორის არიან 16 ბავშვი და 8 მოხუცი. დევნილთა მოთხოვნილებების შეფასების შემდეგ ასოციაციის მიერ იმავე დღეს  განხორციელდა დახმარება ლეიბებით, მედიკამენტებით, საკვები პროდუქტებით და ბავშვთა ჰიგიენის საგნებით. 

2008-08-13

კომპანია სანოფი ავენტის ჯგუფის დახმარება დევნილებს

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად დაჭრილთა და იმ პირთა დასახმარებლად, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, ასოციაციამ Tulip Association, რომელიც ფინანსირდება და მარაგდება მედიკამენტებით, შემოწირულობების სახით, კომპანია სანოფიავენტისჯგუფის მიერ,საქართველოსთვის  დახმარების სახით გამოყო გადაუდებელი დახმარების კომპლექტები. ეს აქცია განხორციელდა საფრანგეთის ჰუმანიტარული დახმარების დელეგაციის მეშვეობით. დახმარების პირველი პარტია 12 შეფუთვის რაოდენობით (12 000 ადამიანის დასახმარებლად განკუთვნილი მედიკამენტები) გამოგზავნილი იქნა თბილისში დღეს და უკვე დღეს საღამოს  გამოყენებული იქნება დანიშნულებისამებრ ფრანგი და ქართველი მედიცინის მუშაკების მიერ.

2008-05-21

აფთიაქებში მედიკამენტების შეცვლის საწინააღმდეგოდ მიმართული ვიდეო რგოლი

ასოციაციის დაკვეთით გადაღებული იქნა აფთიაქებში მედიკამენტების შეცვლის საწინააღმდეგოდ  მიმართული ვიდეო რგოლი. ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არის 30 წამი. ვიდეო რგოლს მიენიჭა სოციალური ვიდეო რგოლის ოფიციალური სტატუსი და იგი განთავსებული იქნება 21 მაისიდან 20 ივლისამდე შემდეგ სატელევიზიო არხებზე: რუსთავი 2, მზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი (I არხი)   

2008-05-07

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი.

კომპანია Worwag Pharma მიღებულია  ასოციაციის წევრად.