ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილის კომენტარი, საინფორმაციო პორტალზე, jandacva.ge, ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებზე, ხელოვნური დეფიციტის შექმნის ვარაუდებთან დაკავშირებით.
აღნიშნული სტატია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
15 ივნისს, ჩვენმა ასოციაციამ, მონაწილეობა მიიღო IFPMA-ს მიერ გამართულ, საკომუნიკაციო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში,
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იყო:
- მედია ლანდშაფტის მიმოხილვა (IFPMA-ს კომუნიკაცია პრესასთან, ტელევიზიასთან, სტატიები სხვადასხვა გაზეთებსა, თუ ჟურნალებში)
- WHA (მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეა) კომუნიკაციების ასამბლეა - (WHA აქტივობები სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე)
- ჟენევის ფარმაცევტული ფორუმი - ტექნოლოგიის ტრანსფერის ღონისძიება
- #AlwaysInnovationg კამპანიის ჩაშვება - აღნიშნული კამპანია ხსნის ფარდას ინოვაციური მოგზაურობისას, გამოავლენს ცოდნას, უნარებს, თანამშრომლობასა და დაჟინებას, რომელიც საჭიროა იდეის წამლად ან ვაქცინად გადაქცევისთვის, რომელსაც იმედი მოაქვს ადამიანებისათვის, ყველგან.
- IFPMA 3 წლის სტრატეგია:
· IFPMA 3 წლიანი სტრატეგიის განახლების პროცესშია, IFPMA საბჭოს ხელმძღვანელობით.
· სტრატეგია უნდა იყოს ევოლუცია და არა რევოლუცია მიმდინარე სტრატეგიის - ცვალებადი საოპერაციო გარემოს გათვალისწინებით.
· შეიქმნა IFPMA სტრატეგიის მმართველი ჯგუფი ( რომელიც შედგება IFPMA საბჭოს ხელმძღვანელობისგან; კომიტეტისა და IFPMA სამდივნოს ხელმძღვანელობისგან).
· IFPMA მუშაობს Global Counsel-თან, რათა განახორციელოს აღნშნული პროცესი.
· IFPMA საბჭოს განზრახვაა, განიხილოს სტრატეგიის პროექტი ნოემბრის სხდომაზე.
- იპსოსის რეპუტაციის კვლევა
- მომავალი ღონისძიება - გაეროს გენერალური ასამბლეა და ჯანდაცვის მსოფლიო სამიტი.
10 და 11 მაისს, ჩვენმა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო IFPMA-ს ვირტუალურ სესიებში.
10 მაისს გამართულ შეხვედრაზე, წარმოადგინეს პრეზენტაცია, სახელწოდებით ეთოსის მოქმედება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას.
აღნიშნულ პრეზენტაციაში საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე, მოახდინოს პოზიტიური ტრანსფორმაციები მეცნიერებასა და ჯანდაცვის სფეროში.
საუბარი იყო იმაზე, რომ IFPMA-ს წევრი კომპანიები, მზად არიან ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენ და მზად არიან პასუხისმგებლობით გამოიყენონ ის, მედიკამენტების და ჯანდაცვის გადაწყვეტილებების აღმოსაჩენად, განსავითარებლად და საწარმოებლად. ეს საფუძვლად უდევს IFPMA-ს ვალდებულებას, გააუმჯობესოს პაციენტებისა და საზოგადოების ჯანმრთელობა. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების ან აპლიკაციების („AI სისტემები“) შემუშავებისა და დანერგვისას, IFPMA-ს წევრმა კომპანიებმა უნდა იმოქმედონ პატიოსნად, რათა შეინარჩუნონ პაციენტების, ჯანდაცვის პროფესიონალების, გადამხდელების, ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ნდობა.
წარმოდგენილი იყო ექვსი IFPMA-ს ხელოვნური ინტელექტის ეთიკის პრინციპი.
1. ადამიანური გაძლიერება (Empowering Humans)
2. სამართლიანობა და მიკერძოების მინიმიზაცია
3. კონფიდენციალურობის დაცვა და უსაფრთხოება
4. ანგარიშვალდებულება
5. ადამიანური კონტროლი
6. გამჭვირვალობა, ახსნა-განმარტება და ეთიკური გამოყენება
ეს პრინციპები მიზნად ისახავს დაეხმაროს IFPMA-ს წევრ კომპანიებს, გამოიყენონ AI სისტემები პასუხისმგებლობით, ზრუნვის, სამართლიანობის, პატივისცემისა და პატიოსნების IFPMA ეთოსთან შესაბამისობაში.
წარმოდენილი იყო ასევე ორი მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ექიმს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, პაციენტის სამკურნალოდ.
ბოლოს, წარმოგვიდგინეს IFPMA eBIC სამუშაო ჯგუფების პრიორიტეტები 2023 წლისათვის.
11 მაისის შეხვედრაზე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების პრეზენტაციები. ასევე IFPMA-ს ტოპ პრიორიტეტები და ვადები 2023 წლისთვის:
1.IFPMA და EU მეტრიკის შედარებითი მიმოხილვა ბიზესის ქცევსათვის
2.ეთოსკოპის რესურსი ეთიკისა და შესაბამისობის პროგრამის ეფექტურობის გაზომვის შესახებ
3.ISSB/SASB-თან ჩართულობა ბიოფარმაცევტული სექტორის სტანდარტების რევიზიებზე
10 მაისს, ამერიკულ ჰოსპიტალში გაიმართა სიმპოზიუმი, დასახელებით „ერთად მომავლის ექთნებისთვის", რომელიც მიეძღვნა, ექთანთა საერთაშორისო კვირეულს. ღონისძიება იყო ორგანიზებული საქართველოს ექთანთა გაერთიანების მიერ.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა, ასოციაციის სახელით წარადგინა პრეზენტაცია სათაურით: „საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევები, ექთნების როლი მედიკამენტების მიმოქცევაში".
ასოციაციაში შეიქმნა მუდმივმოქმედი რეგულატორული ჯგუფი, რომლის საქმიანობის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს, ფარმაცევტულ პროდუქციასთან დაკავშირებულ, რეგულატორულ საკითხებზე მუშაობა.
აღნიშნული ჯგუფის კოორდინატორად, ჯგუფის წევრების მიერ, არჩეული იქნა სოფიო ფიფია, კომპანია ნოვარტის ფარმა.
27 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის, 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.
იხ. ფოტო
22 მარტს, გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.ხეცურიანი (სერვიე) , მ.ასათიანი (როშე), მ. მაისურაძე (ასტრა ზენეკა), ხ. უგრეხელიძე (ასინო ფარმა), გიორგი ღვინეფაძე.
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ქ-ნი მაკა ასათიანი.
28 თებერვალს მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღნიშნავს. ამ წლის მთავარი გზავნილია „გააზიარე შენი ფერები“.
იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მოეწყო.
ღონისძიებას ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა იშვიათი დაავადების დიაგნოსტირების, მართვის საკითხების, სიმძიმეებისა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ ღონისძიებას, დაესწრო ასოციაციის დირექტორი ბატონი ირაკლი მარგველაშვილი და ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე ქალბატონი მაკა ასათიანი.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის კომენტარი, საინფორმაციო პორტალ jandacva.ge-ზე, საქართველოში აფთიაქების რაოდენობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული სტატია იხილეთ ბმულზე.
პროფესიული უნარების სააგენტომ, ჩამოაყალიბა, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების (დუო) საინიციატივო ჯგუფები.
ამჟამად, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შესახებ მემორანდუმი, გაფორმდა ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურებების სექტორთან და ჩამოყალიბდა დუოს საინიციატივო ჯგუფი. აღნიშნულ მემორანდუმს, ხელი მოაწერა, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ბატონმა ირაკლი მარგველაშვილმა.
მემორანდუმების მიზანს წარმოადგენს, დუოს განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სექტორში არსებული დარგობრივი გაერთიანებების კონსოლიდაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული დუოს ფუნქციების განხორციელება, პროფესიული უნარების სააგენტოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უნარების დარგობრივი პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს და დუოს სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურებების დუო აერთიანებს ფარმაციის, სტომატოლოგიის, საექთნო საქმის, სილამაზის და პერსონალური მომსახურებების და სხვა მიმართულებების შესაბამის ბიზნეს გაერთიანებებს.
ფოტომასალა აღნიშნული ღონისძიებიდან, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.