2015 წლის 23-24 აპრილს თბილისში (სასტუმროში რედისონ ბლუ თბილისი) გაიმართა WHO/EFMA (მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია/სამედიცინო ასოციაციების ევროპის ფორუმი) კომიტეტის შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები: საქართველოს სამედიცინო ასოციაცია (დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე პროფესორი გია ლობჟანიძე). ღონისძიება გახსნა ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.
ჩვენმა ასოციაციამ სპონსორობა გაუწია აღნიშნულ შეხვედრას . ასევე ასოციაციის აღმასრულებელი დორექტორის ირაკლი მარგველაშვილის მიერ მომზადდა და წარდგენილი იყო პრეზენტაცია დასახელებით: "საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ეთიკური ასპექტები პაციენტთა უსაფრთხობისა და ექიმების დამოუკიდებლობისთვის"
მიმდინარე წლის 8 აპრილს ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.გიორგობიანი ( სანოფი-ავენტისი) , მ.ხეცურიანი ( სერვიე) , გ.ღვინეფაძე (გლაქსო), მ.ასათიანი (როშე), გ,ფირცხალაიშვილი (სანდოზი)
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ბ-ნი გრიშა ფირცხალაიშვილი .
გადაცემის აუდიო ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია იხილოთ აქ
2015 წლის 12 თებერვალს ასოციაციის მიერ იქნა ორგანიზებული პანელური სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის, რომელიც იმართებოდა მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) 10-13 თებერვალს. ჩართვა თბილისის სტუდიიდან განხორციელდა პირდაპირი აუდიო-ვიდეო კავშირით სკაიპ შეერთების გამოყენებით. თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ : დავით კილაძე (კომპანიაGPC JSC გენერალური დირექტორი, გიორგი ანთაძე (კომპანია GMP გენერალური დირექტორი), ზაზა ჩაფიჩაძე (ჯანდაცვის სამინისტროს რეგისტრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი), გრიგოლ ფირცხალაიშვილი (ფარმაცევტული ინდუსტრიის ექსპერტი). სესიის მოდერატორი ირაკლი მარგველაშვილი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. სესია ორგნიზებული იქნა ასოციაციის მიერ ადამ სმიტის ინსტიტუტის წარმომადგენლების თხოვნით, ადამ სმიტის კონფერენციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართ გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე. სესიის მიმდინარეობისას კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის სტუდიის სტუმრებს დაუსვეს სხვადსხვა შეკითხვები. სესიის სრული ვიდეო ატვირთული იქნა ინტერნეტ რესურზე youtube და შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
გადაცემის აუდიო ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია იხილოთ აქ
ბმულზე იხილეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანობის აუდიტი"
კომპანია Pharmagate Ltd (ფამაგეიტ ლტდ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრ.ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) წარმომადგენლობა კავკასიაში მიღებულია ასოციაციის წევრად.
investor.ge წარმოადგენს საქართველოში წამყვან ინგლისურენოვან ანალიტიკურ ბიზნეს გამოცემას. ჟურნალის მე-5 ნომერში (ოქტომბერი-ნოემბერი,2014 წელი ) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი მარგველაშვილთან. სტატიის დასახელება არის "რეცეპტების შემოღება მედიცინის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვისთვის". სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 3-5 ნოემბერს გაიმართა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA) მორიგი ასამბლეა. ასამბლეას დაესწრო 200-მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის სახით. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების და ფარმაცევტული ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აშშ მთავრობის წარმომადგენლები. განხილული იქნა გლობალური მასშტაბის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, არჩეული იქნა IFPMA ახალი პრეზიდენტი, ბ-ნი შტეფან ოშმანი.
![]() |
![]() |
![]() |
2014 წლის 1-8 ნოემბერს ქ.თბილისში ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა სოციალური გამოკითხვა თემაზე: მოსახლეობის მიერ აფთიაქებში შეძენილი მედიკამენტების არჩევანის განმსაზღრელი ფაქტორების შესწავლა. გამოკითხვა ჩაატარა ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფმა, რომლებიც უსასყიდლოდ თანამშრომლობენ ასოციაციასთან. გამოკითხული იქნა 528 თბილისის მაცხოვრებელი, რომელმაც შეიძინა მედიკამენტი თბილისის აფთიაქებში. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 58%-მა მედიკამენტი შეიძინა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. სიხშირით მეორე ფაქტორი (18%) აღმოჩნდა აფთიაქის თანამშრომლის მიერ მიცემული რჩევა უშუალოდ აფთიაქში ვიზიტის დროს, 16%- მა წამალი შეიძინა ახლობლის რჩევით, 8%-ში გადაწყვეტილება მიღებული იქნა რეკლამის გავლენით
![]() |
![]() |
![]() |