012

sxvadasxva

ფარმაცევტული ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება და იზრდება მთელს მსოფლიოში. 2008 წლის დასაწყისისათვის მსოფლიო ფარმაცევტული ბაზრის მოცულობამ მწარმოებლის ფასებში შეადგინა 800 მილიარდი ამერიკული დოლარი. ზოგიერთი პროგნოზებით 2012 წლისათვის მსოფლიო ფარმაცევტული ბაზრის მოცულობა მიაღწევს 1.3 ტრილიონ ამერიკულ დოლარს. რაც უფრო იზრდება ფარმაცევტული ბაზარი, მით უფრო მკაცრდება საერთაშორისო სტანდარტები სამედიცინო პროდუქციის ხარისხის, უსაფრთოხებისა და ეფექტურობის მიმართ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად , რათა ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი გახდეს მსოფლიო ფარმაცევტული ბაზრის ჰარმონიული ნაწილი.