012

siaxleebi

2020-02-10

საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო საბჭოს შეკრება

სასტუმრო რუმს-ში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო საბჭოს შეკრება ფარმაციის საკითხებზე (ძირითადი თემა: GMP სტანდარტების იმპლემენტაციის  პრობლემები) აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.

2020-02-04

„თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“

კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინიციატივის „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ გახსნა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა, ფკწას აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.

2020-01-30

კონკურენციის სააგენტოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა

კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, ფარმაცევტული სფეროს ექსპერტებთან და შესაბამის ასოციაციებთან გაიმართა საკონსულტაციო/სამუშაო შეხვედრა, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.

2020-01-10

ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგების შეჯამება

ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგები, პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“, შეაჯამეს დახურვის ღონისძიებაზე. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი, გამგეობის ხელმძღვანელი გრიგორი ფირცხალაიშვილი და კომპანია სერვიე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქ-ნი მაია ხეცურიანი.

2019-12-05

განახლებული ეთიკის კოდექსი

2019 წელს IFPMA -ს მიერ შემუშავებული განახლებული ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, განახლებული იქნა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ეთიკის კოდექსიც, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

იხ. IFPMA -ს ეთიკისა და შესაბამისობის მენეჯერის, სოფი მელის-ის კითხვა-პასუხის ვიდეო.

2019-10-28

რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა. მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე რეფორმა წარმოადგინა. აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი. 

იხ. ფოტო.

2019-04-19

სემინარი "ფარმაცევტის როლი ფარმაციის გლობალურ ბაზარზე"

19 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ფარაციის დეპარტამენტში ჩატარდა სემინარი "ფარმაცევტის როლი ფარმაციის გლობალურ ბაზარზე" სემინარი წაიყვანა საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების წარმოამდგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა და ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ელზა ნიკოლეიშვილმა. 

იხ. ფოტომასალა. 

2019-04-10

საერთაშორისო ღონისძიება ქ.სან-დიეგოში (აშშ)

10-14 აპრილს, ქ. სან-დიეგოში (აშშ) გაიმართა სან-დიეგოს უნივერსიტეტის რექტორის ინაუგურაციის ცერემონია, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის სახელით, ესწრებოდა გამგეობის ხელმძღვანელი, ბ-ნი გრიგორი ფირცხალაიშვილი.

2019-04-01

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

მიმდინარე წლის 29 მარტს, ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.ხეცურიანი ( სერვიე) , მ.ასათიანი (როშე), მ. მაისურაძე (ასტრა ზენეკა) გ.ფირცხალაიშვილი, ზ. ჩარკვიანი (გედეონ რიხტერი)
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ბ-ნი გრიშა ფირცხალაიშვილი.

2019-03-05

ასოციაციის მიერ ორგანიზებული სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციაზე (2019 წლის 28 თებერვალი)

 2019 წლის 28 თებერვალს, ასოციაციის მიერ ორგანიზებული იქნა პანელური სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის, რომელიც იმართებოდა მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია). ისევე, როგორც ეს  განხორციელდა წინა წლებშიც, მოწვეული  ტექნიკური სპეციალისტების მეშვეობით ასოციაციის ოფისში იქნა გაშლილი შესაბამისის ტექნიკური არჭურვილობა და განხორციელდა ონლაინ  ვიდეო სესია.

თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ: გრიგოლ ფირცხალაიშვილი (ფარმაცევტული ინდუსტრიის ექსპერტი), თაკო კერესელიძე (კომპანია "ფარმაგეიტი"-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქაქრთველოში) და სესიის მოდერატორი თბილისში, ირაკლი მარგველაშვილი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 

იხ. ფოტომასალა.