8 ივნისს გაიმართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოსა და მმართველი კომიტეტის ერთობლივი ონლაინ შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნმა ირაკლი მარგველაშვილმა და გამგეობის თავჯდომარემ, ბ-ნმა გრიშა ფირცხალაიშვილმა.
12,13,14 მაისს IFPMA -ს ეთიკის ჯგუფმა – გამართა ვირტუალური კონფერენციების სერია წევრებისთვის, დაკავშირებული პანდემიურ სიტუაციასთან (ფარმაცევტული კომპანიების ვირტუალური რეჟიმით ფუნქციონირება, ასეთ ვითარებაში რისკები, ეთიკის ნორმების კონტროლი და სხვა).
აღნიშნულ სესიას დისტანციურად ესწრებოდა IFPMA-ს წევრი 70-მდე კომპანია და ასოციაცია. სესია გახსნა რედი ჯონსონმა, IFPMA-ს ეთიკისა და ბიზნესის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ასევე გახნლავთ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, ხარისხის რისკის ოფიცერი) . მან აღნიშნა, რომ ამ ყველასათვის გამომწვევ პერიოდში, ბიზნესის პატიოსნების ტესტირება ხდება, ისე როგორც არასდროს. ისინი აგრძელებენ ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, რაც პაციენტების მკურნალობისთვის არის საჭირო, ხოლო მათი მეცნიერები და მკვლევარები მთელს მსოფლიოში, დაუზოგავად მუშაობენ დიაგნოზირების, მკურნალობისა და ვაქცინების შემუშავებისა და ტესტირებისთვის. მან აღნიშნა, რომ Covid 19-თან ბრძოლისას, ნათლად ჩანს ეთოსის საჭიროება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ განსაკუთრებით კრიზისის პირობებში, მოქმედება მოხდეს პატიოსნად ეთოსის ჩარჩოებში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრიზისის დასრულების შემდეგ, საზოგადოება ნათლად დაინახავს და შეაფასებს ამ ყოველივეს.
აღნიშნული იქნა, IFPMA-ს წევრი კომპანიების აქტივობები COVID 19-ის წინააღმდეგ. ჯამში 700 მილიონ დოლარამდე იქნა დონაციის სახით შეგროვებული, 40 მილიონ დოლარამდე არაფულადი შემოწირულობა და 25 მილიონი დოლარის სამკურნალო საშუალებები და პირადი დამცავი აღჭურვილობა იქნა დონაციის სახით გადაცემული.
სამი სამუშაო ჯგუფის მიერ იყო ჩატარებული პრეზენტაციები:
მესამე დღის განხილული იყო:
დღეს, 29 აპრილს, ჩვენი ასოციაციის მიერ COVID 19 -თან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ფონდში STOPCOV (სახელმწიფო ხაზინის ფონდი) გადარიცხული იქნა 35 000 ლარი ფულადი დონაციის სახით.
ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით კომპანია "სანტენი"- ის წარმომადგენლობა საქართველოში მიღებულია ასოციაციის წევრად. ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მისი საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციამ, წინა წლების მსგავსად, სააღდგომოდ დააფინანსა 3 დღის უფასო სადილი სათნოების სახლ "კათარზისში", რომლის განმავლობაშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მიღებს უფასო სადილს.
ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით "ეგის ფარმაცეუტიკალს"- ის წარმომადგენლობა საქართველოში მიღებულია ასოციაციის წევრად. ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მისი საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე.
ადამ სმიტის მიერ ორგანიზებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს, მე-11 ფარმაცევტული ფორუმი გაიმართა მოსკოვში, 26-28 თებერვალს.
ფორუმზე განხილული იქნა ფარმაცევტული სექტორის წინაშე მდგარი პრობლემები, სამომავლო პროგნოზები და შესაძლებლობები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარემ, ბ-ნმა გრიგორი ფირცხალაიშვილმა და წარადგინა მის მიერ მოზადებული პრეზენტაცია.
ფოტომასალა იხილეთ ბმულზე.
სასტუმრო რუმს-ში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო საბჭოს შეკრება ფარმაციის საკითხებზე (ძირითადი თემა: GMP სტანდარტების იმპლემენტაციის პრობლემები) აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.
კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინიციატივის „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ გახსნა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა, ფკწას აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.
კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, ფარმაცევტული სფეროს ექსპერტებთან და შესაბამის ასოციაციებთან გაიმართა საკონსულტაციო/სამუშაო შეხვედრა, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.