012

siaxleebi

2014-10-21

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მიწვევა სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალის მრჩეველთა საბჭოში

სან დიეგოს (აშშ) სახელწიფო უნივერსიტეტმა, მილენიუმის გამოწვევების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში გახსნა ფილიალი  სდსუ-საქართველო (ი.ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტთან, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ილიას სახ.უნივერსიტეტთან პარტნიორობით).  ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი მიწვეული იქნა სდსუ-საქართველოს მრჩეველთა საბჭოს წევრად. საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა სასტუმროში თბილისი რედისონ ბლუ, შეხვედრა გახსნა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა

 

 

 

2014-09-30

ასოციაციის მონაწილეობა მე-6 საერთაშორისო ფარმაცევტული კონკურენციის კონფერენციაში, ერევანი, სომხეთი

სომხეთის მედიკამენტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა გაერთიანების (MPI Union Armenia http://www.pharmunion.am/) მიწვევით, ფკწას აღმასრულებელმა დირექტორმა ი.მარგველაშვილმა მიიღო მონაწილეობა მე-6 საერთაშორისო ფარმაცევტული კონკურენციის    კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ერევანში, სომხეთი, 26-27 სექტემბერს. ი.მარგველაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია "საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა". დეტალები კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულზე http://www.pharma-armenia.am/
   

 
2014-05-20

ასოციაციის კოდექსის საქართველოში მარკეტინგული საქმიანობის შესახებ: მიღების საზეიმო ღონიძიება

2014 წლის 20 მაისს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ასოციაციის მიერ შემუშავებული კოდექსის პრეზენტაცია საქართველოში ფარმაცევტული მარკეტინგული საქმიანობის შესახებ...დეტალები

2014-04-17

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - Astra Zeneca UK LTD

კომპანია Astra Zeneca UK LTD  (ასტრა ზენეკა -ს წარმომადგენლობა საქართველოში) მიღებულია ასოციაციის წევრად.

2014-04-17

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

17 აპრილს ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.გიორგობიანი ( სანოფი-ავენტისი) ზ.ჩარკვიანი (გედეონ რიხტერი ) მ.ხეცურიანი ( სერვიე) ლ.ვარდუაშვილი (აბდი იბრაჰიმი) გ.ღვინეფაძე (გლაქსო).
გამგეობის თავჯდომარედ კვლავ ერთხმად არჩეული იქნა ქ-ნი მარინე გიორგობიანი .

2014-04-17

ასოციაციამ მიიღო კოდექსი საქართველოში მარკეტინგული საქმიანობის შესახებ

17 აპრილს ასოციაციის საერთო კრებაზე წევრების მიერ ერთხმად დამტკიცებული იქნა ასოციაციის მიერ მომზადებული კოდექსი საქართველოში სამარკეტინგო საქმიანობის შესახებ. კოდექსი აგებულია იმ ძირითად პრინციპებზე და კრიტერიუმებზე, რომლებიც შემუშავებულია ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA), მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის, ექთანთა საერთაშორისო ფედერაციის, ფარმაცევტთა საერთაშორისო ფედერაციის და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზციის მიერ.კოდექსის ქართული ვერსია და ინგლისური თარგმანი (იხილეთ ბმული - დააჭირეთ კოდექსის იმიჯს)

ასოციაციის წევრების მიერ კოდექსის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიის ღონისძიება გაიმართება 20 მაისს თბილისში.

Code of Practice (pdf)

2013-11-06

ცვლილება ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოს შემადგენლობაში

6 ნოემბერს გამართულმა ასოციაციის საერთო კრებამ  ასოციაციის გამგეობის  წევრად  ხმათა უმრავლესობით  აირჩია  ბ-ნი ლევან ვარდუაშვილი (კომპანია აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს-ის  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში).  გამგეობის წევრის ვაკანტური ადგილი გაჩნდა მას შემდეგ, რაც გამგეობის წევრმა  ბ-ნ-მა გუგა რამიშვილმა კომპანია როშე-ში მოღვაწეობა  გააგრძელა როშე ყაზახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  და  დროებით დატოვა საქართველო.

2013-10-09

ასოციაციის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში - თემა: წამლის რეგულაციები

9 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა-სამუშაო შეხვედრა, რომელზედაც მოწვეული იყვნენ საქართველოში ვიზიტით მყოფი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯანდაცვის ტექნოლოგიებისა და ფარმაცევტული პროდუქციის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის სისტემების განყოფილების
წარმომადგენლები და ესტონეთის სახელმწიფო წამლის სააგენტოს გენერალური დირექტორის ქ-ნი კრისტინა რაუდსეპი. ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს წარმოამდგენლები. შეხვედრა იყო მეტად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული და ძირითადი თემა იყო საქართველოში არსებული რეგულაციები ფარმაცევტულ დარგში და რეგულაციების სრულყოფის გზები. საქართველოში ვიზიტის შემდეგ სტურმები მოამზადებენ დასკვნას და კონკრეტული ცვლილებების რეკომენდაციებს საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესახებ.

2013-07-09

ასოციაციის მონაწილეობა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA წევრი ასოციაციების ხელმძღვანელების და ფედერაციის საბჭოს შეხვედრაში (ჟენევა, შვეიცარია)

შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში 9-11 ივლისს გაიმართა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA წევრი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრა და საბჭოს სხდომა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ფარმაცევტული ასოციაციების ხელმძღვანელები მსოფლიოს 45-მდე ქვეყნიდან, ღონისძიება მიჰყავდათ IFPMA -ს ვიცე პრეზიდენტს მასაფუმი ნოგიმორის (კომპანია ასტელას ფარმას პრეზიდენტი) და IFPMA -ს გენერალური დირექტორს ედუარდო პიზანის. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ და პრეზენტაციები გააკეთეს სხვადასხვა მაღალი რანგის სტუმრებმა.
IFPMA -ს ახალ წევრებად მიღებულია: კომპანიები AbbVie, Leo Pharma, UCB და უკრაინის საერთაშორისო ფარმაცევტული მწარმოებლების ასოციაცია (AIPM Ukraine)
ჩვენი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის სახით.

2013-03-19

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

19 მარტს ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.გიორგობიანი (კომპანია სანოფი-ავენტისი) გ.რამიშვილი (ჰოფმან-ლა როში ) მ.ხეცურიანი ( სერვიე) ი.პეტრიაშვილი (ფაიზერი) გ.ღვინეფაძე (გლაქსო).
გამგეობის თავჯდომარედ კვლავ ერთხმად არჩეული იქნა ქ-ნი მარინე გიორგობიანი .