012

siaxleebi

2021-12-14

IFPMA-ს საბჭოს სხდომა

14 და 15 დეკემბერს, ჩვენი ასოციაცია დაესწრო, IFPMA (ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების  საერთაშორისო ფედერაცია) -ს მიერ გამართულ ონლაინ საბჭოს სხდომას, სადაც წარდგენილი იყო IFPMA-ს 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში.

ასევე წარმოდგენილი იქნა სტრატეგიული პრიორიტეტები და თანაბარი ხელმისაწვდომობის სტრატეგია, რეპუტაციის კვლევა და კომუნიკაციის სტრატეგია 2022 წლისთვის.

2021-12-10

მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ სემინარში მონაწილეობა

10 დეკემებერს ჯანდაცვის სამინისტროს მიწვევით,  ჩვენმა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა სამუშაო შეხვედრა/სემინარზე, რომელიც ჩატარდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და  მიეძღვნა ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას და განხორციელებას მედიკამენტების ფასთწარმოქმნის და შესყიდვების მექანიზმების სეგმენტებში.

სემინარზე გამომსვლელთა მიერ (საერთაშორისო ექსპერტები) მოხდა  სხვადასხვა ქვეყნის  გამოცდილების გაზიარება.

2021-12-09

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - Novartis Pharma Services AG-ის წარმომადგენლობა საქართველოში

ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით კომპანია Novartis Pharma Services AG-ის წარმომადგენლობა საქართველოში მიღებულია ასოციაციის წევრად. ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მისი საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე.

2021-12-07

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

7 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე თ.გაბუნია და წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი ზ.კაპანაძე.

კერძო სექტორიდან მიწვეული იყო ჩვენი ასოციაცია, დისტრიბუტორების და ადგილობრივი მწარმოებლების ასოციაციები.

შეხვედრის თემა : GMP  და GDP  სტანდრატებზე გადასვლა.

 სამინისტროს  ხემძღვანელობამ წარადგინა გარკვეული ცვლილელები სტანდარტებზე გადასვლის პროცედურებში.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები, რომელთაც  წარმოების ან საბითუმო ვაჭრობის სერტიფიკატები აღებული აქვთ იანვარ-მაისის თვეებში (სახვადასხვა წლებში) შესაძლებლობა ექნებათ გადავიდნენ სტანდარტებზე  2022 წლის 30 ივნისამდე (ანუ გადასვლის ვადამ გადაიწია ამ კომპანიებისთვის). ასევე  მწარმოებელებს, რომელთაც არ ექნებათ GMP სერტიფიკატი, ექნებათ შესაძლებლობა აწარმოონ პროდუქცია მხოლოდ ექსპორტისთვის (არა საქართველოს ბაზრისთვის) 2025 წლამდე.

 

2021-06-17

IFPMA მარეგულირებელი ნდობის ინსტრუმენტარი - აზია-წყნარი ოკეანის სემინარი

16 ივნისს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა IFPMA-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ სემინარში, სადაც IFPMA–მ წევრებს, გაეცნოთ ახალი მარეგულირებელი ნდობის ინსტრუმენტარი (Regulatory Reliance Toolkit).
ამ სემინარზე, Policy Wisdom– მა (IFPMA პარტნიორებმა) წარმოადგინეს ამ ინსტრუმენტული სისტემის მიმოხილვა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ეროვნული დონის შესაძლებლობების მარეგულირებლად. წარმოდგენილი იყო ვრცელი პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
ინსტრუმენტარიუმის მიმოხილვა (toolkit overview);
მარეგულირებელი დამოკიდებულების შესავალი;
მარეგულირებელი დამოკიდებულება:
ცნებები და გამოყენება;
ჩართულობის სტრატეგიული მიდგომა;
მარეგულირებელი დამოკიდებულებისკენ მიმავალი გზის მონიტორინგი.

2021-05-14

ასოციაციის დირექტორის კომენტარი, საინფორმაციო პორტალ bm.ge-ზე

11 მაისს, საინფორმაციო პორტალ  bm.ge-ზე, გამოქვეყნდა, ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილის კომენტარი, წამლის ხარისხის ლაბორატორიის საჭიროებასთან დაკავშირებით, აღნიშნული სტატია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 

2021-05-05

ასოციაციის დირექტორის ინტერვიუ, ტელეკომპანია ფორმულასთან

5 მაისს, ტელეკომპანია "ფორმულა"-ს, პირდაპირ ეთერში, გადაცემა " "ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად", ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-ნმა ირაკლი მარგველაშვილმა გააკეთა კომენტარი, საქართველოში მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2021-04-20

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

მიმდინარე წლის 20 აპრილს, ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.ხეცურიანი (სერვიე) , მ.ასათიანი (როშე), მ. მაისურაძე (ასტრა ზენეკა) გ.ფირცხალაიშვილი, ხ. უგრეხელიძე (ასინო ფარმა).
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ბ-ნი გრიშა ფირცხალაიშვილი.

2021-04-16

საქველმოქმედო სადილის დაფინანსება სააღდგომოდ

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციამ, წინა წლების მსგავსად, სააღდგომოდ დააფინანსა 3 დღის უფასო სადილი სათნოების სახლ "კათარზისში", რომლის განმავლობაშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მიღებს უფასო სადილს.

2021-04-12

ირაკლი მარგველაშვილის ინტერვიუ BM.GE-სთან

11 აპრილს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ირაკლი მარგველაშვილმა, საინფორმაციო პორტალ bm.ge-სთან, მოკლედ მიმოიხილა პანდემიურ ვითარებაში არსებული ფარმაცევტული ბაზრის ტენდენციები.

აღნიშნული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.