012

siaxleebi

2012-10-31

ასოციაციის მონაწილეობა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA 26-ე ასამბლეაში (ჟენევა, შვეიცარია)

შვეიცარიის დედაქალქ ჟენევაში 31 ოქტომბერს გაიმართა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA) 26-ე ასამბლეა. ჩვენი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის სახით. ამ მეტად წარმომადგენლობოთი საერთაშორისო ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია (პროგრამა, წარმოდგენილი მასალა, ფოტო და ვიდეო მასალა) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.26ifpmaassembly.org

აღსანიშნავია რომ ასსამბლეაზე არჩეული იქნა IFPMA ახალი პრეზიდენტი, ბ-ნი ჯონ ს. ლეხლეიტერი (კომპანია ელაი ლილი-ს მოქმედი პრეზიდენტი)

2012-10-26

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი -Ferring Pharmaceuticals

კომპანია Ferring Pharmaceuticals  (ფერინგ ფარმაცევტიკალს -ის წარმომადგენლობა საქართველოში ) მიღებულია ასოციაციის წევრად.

2012-07-17

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი -Gedeon Richter

კომპანია Gedeon Richter  (გედეონ რიხტერი-ს წარმომადგენლობა საქართველოში ) მიღებულია ასოციაციის წევრად.

2012-06-12

ასოციაციის მონაწილეობა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA საბჭოს შეხვედრაში (ჟენევა, შვეიცარია)

შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში 12-13 ივნისს გაიმართა ფარმაცევტული მწარმოებლების და  ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA წევრი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრა და საბჭოს სხდომა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ფარმაცევტული  ასოციაციების ხელმძღვანელები მსოფლიოს 40-მდე  ქვეყნიდან, IFPMA -ს  ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მასაფუმი ნოგიმორი (კომპანია ასტელას ფარმას პრეზიდენტი)  ,   IFPMA -ს გენერალური დირექტორი  ედუარდო პიზანი. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ და პრეზენტაციები გააკეთეს  სტუმრებმა: 
მილა გოროხოვიჩმა (IMS), ოლეგ ჩესნოვმა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ), პროფესორმა პოლ ჰერლინგმა 
 (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეხპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი )
 . 
ჩვენი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის სახით.

 

 

2012-06-06

ასოციაციის მონაწილეობა ვორკშოპში „საქართველოში კონტრაფაქტული მედიკამენტების იდენტიფიკაცია და მათთან ბრძოლა“

ვორკშოპი ჩატარდა 6-8 ივნისს ქ.ბათუმში და ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის კომერციული კანონების განვითარების დეპარტამენტის (CLDP), საქპატენტის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ საქართველოში.
ასოციაციის მხრიდან ორგანიზატორების მიწვევით მონაწილეობა მიიღო: მარინე გიორგობიანმა, გიორგი რამიშვილმა, ალექსანდრე გორელაშვილმა და ირაკლი მარგველაშვილმა. მოხსენებით გამოვიდნენ მარინე გიორგობიანი და ირაკლი მარგველაშვილი.
სურათზე:გიორგი რამიშვილი და მარინე გიორგობიანი, ბათუმი, 8 ივნისი

2012-03-27

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

27 მარტს ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.გიორგობიანი (კომპანია სანოფი-ავენტისი) გ.რამიშვილი (ჰოფმან ლა როში) მ.ხეცურიანი ( სერვიე) ს.იორამაშვილი (ნოვარტისი) მ.კლდიაშვილი (გლაქსო).
გამგეობის თავჯდომარედ კვლავ ერთხმად არჩეული იქნა ქ-ნი მარინე გიორგობიანი (სანოფი-ავენტისი)

2012-03-27

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - Abbott Laboratories S.A

კომპანია Abbott Laboratories S.A (ებოტ ლაბორატორიზ ეს ეი-ს წარმომადგენლობა საქართველოში ) მიღებულია ასოციაციის წევრად.

2012-03-23

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გაწევრიანება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკურ საბჭოში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ხელმძღვანელობის ინიციატივით შექმნილი კლინიკურ საბჭოს წევრად მიწვეული იქნა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ი.მარგველაშვილი. კლინკური საბჭოს დებულება და წევრების სია დამტკიცებული იქნა თსსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ. კლინიკური საბჭოს საქმიანობას უხელმძღვანელებს თსსუ-ს რექტორი ბ-ნი ზურაბ ვადაჭკორია

2011-06-21

ასოციაციის მონაწილეობა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA საბჭოს შეხვედრაში (ჟენევა, შვეიცარია)

შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში 21-22 ივნისს გაიმართა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA წევრი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრა და საბჭოს სხდომა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ფარმაცევტული ასოციაციების ხელმძღვანელები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, IFPMA -ს პრეზიდენტი დევიდ ბრენანი, IFPMA -ს გენერალური დირექტორი ედუარდო პიზანი. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ და პრეზენტაციები გააკეთეს სტუმრებმა:
ლემბიტ ლარგომ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამლების ხარისხისა და უსაფრთხოების კოორდინატორი), რუტუს ჰ. იერქსა (მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე, თეა კოლინზი, NCD ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი).
ჩვენი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის სახით.

2011-03-16

ასოციაციის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა, სასტუმრო თბილისი მერიოტი

16 მარტს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, ჩვენმა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა-სამუშაო შეხვედრა, რომელზედაც მოწვეული იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დეტალები იხილეთ ბმულზე