ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ი.მარგველაშვილმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მუშა შეხვედრაში, რომელიც შედგა ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი ასოციაციების ხელმძღვანელებსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ზაზა ჭელიძეს შორის. შეხვედრის თემა იყო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაციის სრულყოფა და ახალი პროდუქტების შეთავზება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ჩვენი ასოციაციის ურთიერთობა საქსტატთან გაგრძელდება ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში. ინფორმაცია საქსტატის შესახებ შეგძლიათ ნახოთ ვებ გვერდზე www.geostat.ge
ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია IFPMA (ცენტრალური ოფისი მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარია) არისგლობალური არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს გამოკვლევებზე დაფუძნებულ ფარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიურ დავაქცინების სექტორებს. IFPMA აერთიანებს მსოფლიოში ლიდერ 27 საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიას და ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენელ ასოციაციებს მსოფლიოს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებადი 44-ზემეტი ქვეყნიდან. დაწვრილებითი ინფორმაცია IFPMA-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.ifpma.org
დასრულდაკომპანიების Merck და Schering-Plough გაერთიანება. გაერთიანებულიკომპანიისსახელწოდებააშშ-სსაზღვრებსგარეთიქნება MSD ხოლოაშშ-შისახელწოდებაიქნება Merck.
კომპანია Schering-Plough Central EAST AG-სსაქართველოსწარმომადგენლობა მიღებულია ასოციაციისწევრად.
ფორუმი სახელწოდებით "პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფარმაცევტული ბაზრები -საერთო პრობლემები, საერთო გადაწყვეტილებები", ჩატარდა მინსკში, ბელორუსია, 2-3 აპრილს. ფორუმზე ასოციაცია წარმოადგინა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარემ, ბატონმა ზურაბ ნატროშვილმა.
ფრანგულმა კომპანია IPSEN-მა აგვისტოს მოვლენებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად კომპანია GPC-ის გადასცა 1000 შეფუთვა პრეპარატი სმექტა. აღნიშნული პრეპარატი განთავსდება ქალაქ გორში მდებარე GPC-ს აფთიაქში და იმ პიროვნებას, რომელიც წარადგენს დევნილის მოწმობას, შესაძლებლობა მიეცემა უფასოდ მიიღოს პრეპარატის ერთი შეფუთვა
კომპანია Pfizer-ისაგან შემოწირულობის სახით მიღებული თანხით შეძენილი იქნა 163 ერთეული ელექტროღუმელი აგვისტოს მოვლენების დროს კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებული თბილისში და თბილისის შემოგარენში.ელექტროღუმელების გადაცემა მოხდა აფხაზეთის დევნილთა საქმეთა დეპარტამენტისათვის და მათი დისტრიბუცია დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განხორციელდა.
![]() |
კომპანია Pfizer-ის თურქეთის წარმომადგენლობამ გადმოსცა ჩვენს ასოციაციას ფულადი შემოწირულობა 5 000 ამერიკული დოლარის რაოდენობით, რომელიც მოხმარდება საქართველოში აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს. ასოციაცია დიდ მადლობას უხდის კომპანია Pfizer-ს.
19 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დროის პერიოდში ასოციაცია ყოველდღიურად უწევდა დახმარებას თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ დევნილებს გორის რაიონიდან (სულ 200 ადამინი) ლეიბებით, მედიკამენტებით, ჰიგიენის ნივთებით, საკვები პროდუქტებით. დევნილთა დახმარებისათვის ასოციაციის ბიუჯეტიდან გაღებულმა საერთო თანხამ შეადგინა 3 300 ლარი.