012

siaxleebi

2010-03-16

2010 წლის 16 მარტს საკონფერენციო დარბაზში თბილისი ივენთ ჰოლი ჩატარდა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის საზეიმო პრეზენტაციის ღონისძიება

2009-11-25

ჩვენი ასოციაცია მიღებული იქნა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA წევრად

ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია IFPMA (ცენტრალური ოფისი მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარია) არისგლობალური არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს გამოკვლევებზე დაფუძნებულ ფარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიურ დავაქცინების სექტორებს. IFPMA აერთიანებს მსოფლიოში ლიდერ 27 საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიას და ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენელ ასოციაციებს მსოფლიოს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებადი 44-ზემეტი ქვეყნიდან. დაწვრილებითი ინფორმაცია IFPMA-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.ifpma.org

2009-11-09

კომპანიები Merck და Schering-Plough გაერთიანდა

დასრულდაკომპანიების   Merck და Schering-Plough გაერთიანება.  გაერთიანებულიკომპანიისსახელწოდებააშშ-სსაზღვრებსგარეთიქნება MSD ხოლოაშშ-შისახელწოდებაიქნება Merck.

2009-09-09

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი -Schering-Plough Central EAST AG

კომპანია Schering-Plough Central EAST AG-სსაქართველოსწარმომადგენლობა მიღებულია  ასოციაციისწევრად.

2009-04-06

ასოციაციის მონაწილეობა ფორუმში "პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფარმაცევტული ბაზრები"

ფორუმი სახელწოდებით "პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფარმაცევტული ბაზრები -საერთო პრობლემები, საერთო გადაწყვეტილებები", ჩატარდა მინსკში, ბელორუსია, 2-3 აპრილს. ფორუმზე ასოციაცია წარმოადგინა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარემ, ბატონმა ზურაბ ნატროშვილმა.

2008-12-02

კომპანია IPSEN-ის დახმარება აგვისტოს მოვლენებით დაზარალებულ საქართველოს მოსახლეობას

ფრანგულმა კომპანია IPSEN-მა აგვისტოს მოვლენებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად  კომპანია GPC-ის  გადასცა 1000 შეფუთვა პრეპარატი სმექტა. აღნიშნული პრეპარატი განთავსდება ქალაქ გორში მდებარე GPC-ს აფთიაქში და იმ პიროვნებას, რომელიც წარადგენს დევნილის მოწმობას, შესაძლებლობა მიეცემა უფასოდ მიიღოს პრეპარატის ერთი შეფუთვა

2008-11-10

დახმარება დევნილებს

კომპანია Pfizer-ისაგან შემოწირულობის სახით მიღებული თანხით შეძენილი იქნა 163 ერთეული ელექტროღუმელი აგვისტოს მოვლენების დროს კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებული თბილისში და თბილისის შემოგარენში.ელექტროღუმელების გადაცემა მოხდა აფხაზეთის დევნილთა საქმეთა დეპარტამენტისათვის და მათი  დისტრიბუცია დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განხორციელდა.  

2008-09-11

კომპანია Pfizer -ის დახმარება აგვისტოს მოვლენებით დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოში

კომპანია Pfizer-ის თურქეთის წარმომადგენლობამ გადმოსცა ჩვენს ასოციაციას ფულადი შემოწირულობა 5 000 ამერიკული დოლარის რაოდენობით, რომელიც მოხმარდება საქართველოში აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს.  ასოციაცია დიდ მადლობას უხდის კომპანია Pfizer-ს. 

2008-09-04

დახმარება დევნილებს

19 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე  დროის პერიოდში ასოციაცია ყოველდღიურად უწევდა დახმარებას თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ დევნილებს გორის რაიონიდან (სულ  200 ადამინი) ლეიბებით, მედიკამენტებით, ჰიგიენის ნივთებით, საკვები პროდუქტებით. დევნილთა დახმარებისათვის ასოციაციის ბიუჯეტიდან გაღებულმა  საერთო თანხამ  შეადგინა 3 300 ლარი.

2008-08-19

დახმარება დევნილებს

ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ესტუმრნენ თბილისის 128- ე საჯარო სკოლას, სადაც განთავსდა 172 დევნილი გორის რაიონიდან. დევნილთა შორის არიან 16 ბავშვი და 8 მოხუცი. დევნილთა მოთხოვნილებების შეფასების შემდეგ ასოციაციის მიერ იმავე დღეს  განხორციელდა დახმარება ლეიბებით, მედიკამენტებით, საკვები პროდუქტებით და ბავშვთა ჰიგიენის საგნებით.