მონაწილეობა პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში

17 სექტემბერს გაიმართა პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღეის აღსანიშნავი ღონისძიება. 
ამ დღის მიზანს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ჯადაცვის მინისტრი, მისი მოადგილეები, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის ექსპერტები.

სამინისტროს მიწვევით, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი და ჩვენი ასოციაციის წამლის უსაფრთხოების ჯგუფის კოორდინატორი სოფო ღვინინანიძე, დაესწრნენ პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას.

ჯანმოს წარმომადგენელმა და ჯანდაცვის მინისტრმა წარმოადგინეს პაციენტის უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაციები. მინისტრის პრეზენტაციაში თავმოყრილი იყო ის წინადადებები/რეკომენდაციები, რაც მიაწოდეს სამედიცინო ასოციაციებმა, მათ შორის ჩვენმა ასოციაციამ. 

იხ.ფოტო