ეთიკის გლობალური დღე : ეთიკა, როგორც კონკურენტული უპირატესობა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში

21 ოქტომბერი, 2026 წელი

ეთიკის გლობალურ დღესთან (Global Ethics Day 2026) დაკავშირებით, ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFPMA) წამოიწყო სპეციალური გლობალური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ფარმაცევტულ და ჯანდაცვის სექტორებში ეთიკის, გამჭვირვალობისა და ბიზნესის კეთილსინდისიერად წარმართვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ხაზგასმას.

კამპანია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეთიკური ბიზნესპრაქტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვით. ის წარმოადგენს პაციენტებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს საფუძველს.

ამასთანავე, კამპანია ხაზს უსვამს, რომ მაღალი ეთიკური სტანდარტებისა და კულტურის დამკვიდრება ხელს უწყობს ბიზნესის მდგრადობის გაძლიერებას, ინოვაციების განვითარებას, გრძელვადიან წარმატებას და ფარმაცევტული კომპანიებისთვის კონკურენტული უპირატესობის შექმნას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში IFPMA-მ გამოაქვეყნა ფარმაცევტული ინდუსტრიის ლიდერების მოსაზრებები და საინფორმაციო მასალები, მათ შორის, ეთიკისა და შესაბამისობის საკითხებზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირებისა (Chief Ethics and Compliance Officers – CECOs) და ეთიკისა და ბიზნესის კეთილსინდისიერების კომიტეტის (Ethics and Business Integrity Committee – EBIC) წევრების მონაწილეობით.

კამპანიის ძირითადი საინფორმაციო მასალები

  • სტატია – „ეთიკის დაბრუნება ფარმაცევტული ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის ცენტრში“

გამოცემა PharmaBoardroom-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დირკ ბრინკმანი (Dirk Brinkman) განიხილავს, თუ რატომ არ უნდა განვიხილოთ ეთიკა ბიზნესის წარმატებისგან განცალკევებით და რატომ წარმოადგენს იგი წარმატებული და მდგრადი ბიზნესსაქმიანობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს.

გაეცანით სტატიას PharmaBoardroom-ზე

  • IFPMA-ს კამპანია ეთიკის გლობალურ დღესთან დაკავშირებით LinkedIn-ზე

კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ფარმაცევტული ინდუსტრიის ეთიკისა და შესაბამისობის საკითხებზე მომუშავე 11 ხელმძღვანელი პირის მოსაზრებები და გზავნილები.

გაეცანით IFPMA-ს კამპანიას LinkedIn-ზე

  • IFPMA-ს გენერალური დირექტორის, დევიდ რედის (David Reddy), მიმართვა

გაეცანით დევიდ რედის პუბლიკაციას LinkedIn-ზე

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია  საქართველოში  მხარს უჭერს ფარმაცევტულ სექტორში ეთიკური ბიზნესპრაქტიკის განვითარებას

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია  საქართველოში (ფკწას) განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში მაღალი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრებას, პასუხისმგებლიანი ბიზნესსაქმიანობის წარმართვას, გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას.

APCRG მოუწოდებს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ფარმაცევტული სექტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებს, გაეცნონ IFPMA-ს კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ მასალებს, გააზიარონ შესაბამისი გზავნილები თავიანთ პროფესიულ ქსელებსა და საკომუნიკაციო არხებში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ეთიკისა და შესაბამისობის კულტურის განმტკიცებაში.

ეთიკური საქმიანობა მხოლოდ პროფესიული პასუხისმგებლობა არ არის — ის წარმოადგენს ნდობის, მდგრადი განვითარებისა და გრძელვადიანი წარმატების უმნიშვნელოვანეს საფუძველს.