ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედერა, პრემიერ მინისტრთან

პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ასოციაციის წევრები. მათ წარადგინეს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ხედვა, მათ შორის — რა როლს ასრულებენ და რა მიზნებს ისახავენ საერთაშორისო მწარმოებლები საქართველოში, ასევე როგორ ხედავენ შეხვედრაზე განხილული საკითხების შემდგომ განვითარებას.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა შემდეგი ძირითადი ხედვები:

  1. სტრატეგიული პოზიციონირება  ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ არა მხოლოდ როგორც საერთაშორისო მწარმოებლები, არამედ როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გრძელვადიანი პარტნიორები. ჩვენი საერთო მიზანია ისეთი მოდელის შექმნა, სადაც პაციენტი შეუფერხებლად იღებს წამალს, სახელმწიფო ეფექტურად ზოგავს ბიუჯეტს, ხოლო ბიზნესი ინარჩუნებს განვითარებისთვის აუცილებელ მდგრადობას.“
  1. მედიკამენტის ფასი როგორც  სოციალური ტვირთი -მედიკამენტის ფასი მხოლოდ საკითხის ხილული ნაწილია. ნამდვილი დანახარჯი სახელმწიფოსთვის ე.წ. ‘სოციალური ტვირთია’. ქრონიკული დაავადების დროს შრომისუნარიანობას კარგავს არა მხოლოდ პაციენტი, არამედ ოჯახის მინიმუმ ერთი წევრიც, რომელიც მომვლელად იქცევა. ეს არის ორმაგი დარტყმა ქვეყნის ეკონომიკასა და მშპ-ზე, რისი პრევენციაც მხოლოდ სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი. აღნიშნული საკითხის მოგვარებაში სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია რათა სახელმწიფო პროგრამების სახით უზრუნველყოს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება. სხვა შემთხვევაში მხოლოდ დაბალი ფასი ვერ უზრუნველყობს  მრავალი დაავადების მკურნალობას.
  1. სამართლიანი ფასწარმოება და რეფორმის მხარდაჭერა „მედიკამენტის ფასი გლობალური გამოწვევაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო პრაქტიკას — სამართლიან, რეფერენტულ ფასწარმოებას, რომელიც საქართველოს მსგავსი ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები; ყველა ერთა  მზად ვართ სამინისტროსთან ერთობლივად ვიმუშაოთ, ხარვეზების გამოსასწორებლად და მეთოდოლოგიის  დასახვეწად, რათა არ მოხდეს რომელიმე მაღალი ხარისხის მედიკამენტის გასვლა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან და ჩვენი ქვეყანა დარჩეს ღია  ინოვაციური მედიკამენტების შემოსასვლელად “
  1. სტატისტიკა და ფარმაკო-ეკონომიკური გათვლები „მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე რეფორმების სტატისტიკური ანალიზი გახდეს უფრო დეტალური და საჯაროდ ხელმისაწვდომი. მხოლოდ ფასის კლების მონაცმემები შედარებით   ნაკლებად ინფორმატიულია, თუ არ ვიცით მისი რეალური გავლენა ბიუჯეტსა და პაციენტის მკურნალობის გამოსავალზე, შედეგებზე. აუცილებელია ფარმაკო-ეკონომიკური გათვლები, რათა დავინახოთ, როგორ აუმჯობესებს ეფექტური პროგრამები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს გრძელვადიან პერსპექტივაში.“

შეჯამება-ღევანდელ მსოფლიოში  ჯანდაცვის სფეროში წარმატებული სახელმწიფოები ჯანდაცვის დაფინანსებას განიხილავენ როგორც სტრატეგიულ გრძელვადიან ინვესტიციას. ჩვენ მზად ვართ სახლემწიფოსთან  ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაში ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნაში და საერთაშორისო კომპანიებში დაგროვილი  ცოდნის და გამოცდილების  მრავალფეროვანი რესურები გამოვიყენოთ  ჩვენი ქვეყნისთვის. 

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიისთვის მიცემული ინტერვიუებისა და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობის ბმულები შეგიძლიათ იხილოთ: BMG , რუსთავი2 , კომერსანტი.

იხილეთ ფოტოგალერეა.