ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს 25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ღონისძიება საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციისა და თსსუ-ს თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ფარმაცევტთა პროფესიის მნიშვნელობაზე, ამ დარგის წვლილზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემში, თანამედროვე ინოვაციურ მიდგომებსა და სამეცნიერო მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე.
აღნიშნეულ ღონისძიებას ესწრებოდა ბატონი ირაკლი მარგველაშვილი, იგი აუდიტორიის წინაშე წარდგა პრეზენტაციით.
იხილეთ ფოტომასალა.