11 სექტემბერს, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყების პრიორიტეტი მედიკამენტების სათანადო ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური დაცვაა.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები- ირინე წაქაძე და თეა გიორგაძე, ასევე სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი კახაბერ შალიკაძე ესწრებოდნენ.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.