ასოციაციის მონაწილეობა IFPMA -ს წევრი კომპანიების და ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრაში 19-20 მარტი (ჟენევა, შვეიცარია)

19-20 მარტს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-ნმა ირაკლი მარგველაშვილმა, ასოციაციის სახელით, მიიღო მონაწილეობა IFPMA -ს  წევრი კომპანიების და ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრაში, ქალაქ ჟენევაში. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია არის  IFPMA -ს  წევრი 2009 წლიდან.

IFPMA -ს წელს ყავს ახალი პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, ასევე შეიცვალა მმართველი საბჭო. პრეზიდენტი გახდა ალბერტ ბურია (კომპანია ფაიზერის CEO), ხოლო გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა დევიდ რედი-მ. საბჭოს ხელმძღვანელი გახდა მაიკლ ბოიდი (კომპანია გილეადი).

იხილეთ ირაკლი მარგველაშვილის ფოტო, IFPMA გენერალურ დირექტორთან, დევიდ რედისთან.