17 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – ბიოფარმა 2023 საქართველო, რომელიც გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ UNIDO და საქართველოს ბიოფარმაცევტულმა კლასტერმა ერთობლივად გამართა.
ბიოფარმაცევტული კლასტერის თავმჯდომარის რატი ღოლიჯაშვილის მიწვევით, ირაკლი მარგველაშვილმა, როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიიღო მონაწილეობა და მოდერატორის სტატუსით უხელმძღვანელა პანელურ სესიას „ფაგოთერაპია საქართველოსა და მსოფლიოში”.
პანელისტები:
– ბიოფარმაცევტული კლასტერის თავმჯდომარე, რატი ღოლიჯაშვილი
– ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ფაგოთერაპიის ექსპერტი, ეკატერინე თევდორაძე
– ელიავა ბიოპრეპარატები, დირექტორი, ვახტანგ ფავლენიშვილი
– გ. ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი, დირექტორი, დავით სტურუა