ჩვენ შესახებ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში“ (Association of Pharmaceutical Companies Representatives in Georgia) შეიქმნა და ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში 2007 წლის ივლისში.
ასოციაციის დამფუძნებლები არიან 11 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში : Les Laboratories Servier, Sanofi-Aventis Group, Hofman La Roche, Actavis, Berlin-Chemie, Pfizer, Novartis Pharma Service, Nycomed, Lek Pharmaceuticals, Glaxo Smith Kline, Ipsen Pharma.
2009 წელს ასოციაცია გახდა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი (IFPMA)
ასოციაციის დაფუძნების და ზოგადად ასოციაციის საქმიანობის მთავარი მიზანი არის საქართველოში თანამედროვე ეთიკური და ღია ფარმაცევტული ბაზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ასოციაციის საქმიანობის მიზნებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ასევე წარმოადგენს :
- ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედების ეთიკური ნორმების დაცვის კონტროლის განხორციელება
- რეცეპტორული მედიცინის ინსტიტუტის სრულფასოვანი აღდგენა
- წამლის რეგისტრაციის საკითხები (რეგულატორული გარემოს გაუმჯობესება)
- ფარმაცევტული ბაზრის შესახებ სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (სტატისტიკის საკითხები)